ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელის, ვლადიმირ კეხმანის განცხადებით, ნინო ანანიაშვილმა დაარღვია დაუწერელი წესი, რომელიც ხელოვნების სფეროშია მიღებული - სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან შეუთანხმებლად ნებისმიერი პიარ-აქტივობა დაუშვებელია, ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.