სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ მოქალაქე რუსლან გამისონიას წინააღმდეგ „საქართველოსთან საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისა და აფხაზეთის „ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის“ დარღვევისკენ საჯარო მოწოდებების გამო „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრა.
სოხუმის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, გასული წლის ივნისში გამისონიამ "უკანონოდ გადაკვეთა საქართველოსთან საზღვარი", ხოლო აგვისტოში ბლოგერ დაურ ბუავას გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც გამისონია „აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის“ მოწოდებით გამოდის.
აქვე იუწყებიან, რომ გამისონია წარსულში ნასამართლევია განზრახ მკვლელობისთვის, ასევე გაპატიურებისა და რუსეთის ორი მოქალაქის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო.