
„მე მინდა ჩემი მეგობრის დავით კვარაცხელიას სადღეგრძელო შევსვა. ის ახლა ბულგარეთში ცხოვრობს. ომი უნდა დასრულდეს. ის კარგ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. ომის ველი უნდა გათავისუფლდეს. უნდა ვიაროთ წმინდა ადგილებში და იქ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ჩვენ ასწლეულობით ერთად ვცხოვრობდით, ისინი არიან ჩვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. უნდა დავუბრუნდეთ ძმობას" - ამბობს კვირაია.უცნობია ვიდეოს გადაღების ზუსტი დრო და ადგილი. აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაციის „არუაა“ ინფორმაციით, ბენურ კვირაია საქართველოში იმყოფებოდა და „პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტების საკითხს“ განიხილავდა.
სოხუმში ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობასა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას აპროტესტებს. აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიამ „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ოპოზიცია მომხრეებს სოხუმი ცენტრში საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ მოუწოდებს.