ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გრიპის გამო დეფაქტო საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გრიპის გამო დეფაქტო საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
კატეგორიის სხვა სიახლეები
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს. აღნიშნული ინფორმაცია ზაზა გახელაძის ოჯახს სახაზინო ადვოკატმა მიაწოდა.

როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა, არ იცის, გახელაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება რატომ მიიღო.

"ვესაუბრე ადვოკატს. ის ამბობს, რომ ზაზას არ უნდა გასაჩივრება. ჩვენ გვქონდა სურვილი, თუმცა ეს ზაზას უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. ესაა ზაზას გადაწყვეტილება და ჩვენ მის წინ ვერ წავალთ", – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.
10:44 / 15.02.2021
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი აცხადებს, რომ სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოჯახი აქციებში ჩართვისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამას არ გამორიცხავს.

ამასთან, ირმა ბუთხუზი მისი მეუღლის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას სახაზინო ადვოკატისგან ხვალ ელოდება.
12:57 / 13.02.2021
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სხდომა შესაძლოა, მარტის თვის პირველ მონაკვეთში გაიმართოს. როგორც "რუსთავი 2"-ს უწყებაში განუცხადეს, შეხვედრის ჩანიშვნის მოთხოვნა ქართულმა მხარემ დააყენა და ეს იქნება 2021 წელს პირველი შეხვედრა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
15:50 / 06.02.2021
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

გარდა ამისა, ოჯახის წევრები გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვებას გაასაჩივრებენ.

"ველოდებით ყოველ წუთს. გამოცხადდა, რომ სასწრაფოდ უნდა შედგეს ისევ ერგნეთის შეხვედრა. ამის იმედი გვაქვს ახლა და ისევ და ისევ მთავრობის, რას მოიმოქმედებს, თუ არადა ჩვენ გავასაჩივრებთ, გვაქვს ამისი უფლება და გასაჩივრების შემდეგ რამდენ წელსაც მიუსჯიან, შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად," - აღნიშნა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.
15:13 / 06.02.2021
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ცხინვალიდან იუწყება რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
12:51 / 05.02.2021
მიმდინარე წლის 2 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

"საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.
15:55 / 03.02.2021
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სააგენტო "რეს"-ი "რესპუბლიკის" დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის დაყრდნობით იუწყება.
18:52 / 06.05.2019
ცნობილი რუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის თეატრალური დასი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
19:42 / 17.04.2019
რუსი ოკუპანტების მიერ ე..წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული სოფელ შამგონის მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის მამამ იანურ როსტობაიმ განუცხადა.
00:04 / 06.04.2019
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის კვეთისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
21:57 / 05.04.2019
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×