მოძრაობა "არა ოკუპაციას" ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი არ ცვლის მიდგომებს და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წაართვას დამოუკიდებლობა.
მათივე თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს პერმანენტული გამოვლინებები აქვს საქართველოშიც და საქართველომ და უკრაინამ ერთიანი ძალებით უნდა იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეებმა უკრაინის საელჩოსთან სიმბოლურად უკრიანის დროშის ფერებში შუშხუნები გაუშვეს და საელჩოს შესასვლელთან ქაღალდის გემები დაალაგეს.