94 წლის მოხუცი გოდა ღარიბაშვილი, რუსმა ოკუპანტებმა 8-საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
მოხუცის გადაღლილობის გამო ლაპარაკი და სიარული უჭირს, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მისი დაკავების თუ გათავისუფლების მიზეზი.
94 წლის საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. შემთხვევა გუშინ კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში მოხდა.