ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სააგენტო "რეს"-ი "რესპუბლიკის" დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის დაყრდნობით იუწყება.
ცნობილი რუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის თეატრალური დასი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
რუსი ოკუპანტების მიერ ე..წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული სოფელ შამგონის მკვიდრი, 38 წლის გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის მამამ იანურ როსტობაიმ განუცხადა.
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის კვეთისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ენგურის ხიდთან ცხედარს ნათესავები და ახლობლები, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან დაბაშიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ.
ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული 55 წლის მამაკაცი გათავისუფლებულია. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ "ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს".
53 წლის გოჩა ტუფურიას ცხედარი, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოჯახის თხოვნით დაასვენეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მავთულხლართების გამო ხიდის მეორე მხარეს, ენგურს აქეთ მყოფ ნათესავებს მისი დატირება შესძლებოდათ.