ტექნოლოგიური პროგრესი და მობილური მოწყობილობების სისტემატური გამოყენება კისრის ტკივილის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ადამიანი ტელეფონს დღეში 2-4 საათის განმავლობაში იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კისერი მოღუნულ მდგომარეობაში აქვს წელიწადში 700-1400 საათის განმავლობაში. მობილურის ამ დოზით გამოყენება კი ხერხემლის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ნადრეკის - კისრის ლორდოზის გასწორებას იწვევს, რაც თავის მხრივ დიდ და სულ უფრო მზარდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალი მოზარდებშია.
კისრის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს, როგორიცაა:
● კუნთების დაჭიმულობა;
● სახსრების გაცვეთა;
● ნერვის კომპრესია;
● უხერხულ მოძრაობა;
● სიმძიმეების აწევა.
კისრის ტკივილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. ასევე ეფექტურია ფიზიოთერაპია - კანის გავლით ნერვის ელექტრულად სტიმულაცია და კისრის ბალიშების გამოყენება. ეს პროდუქტი საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ის ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში და მისი გამოყენება ეფექტურია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. მისი ტარება ძალიან კომფორტულია, რადგან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ზოგიერთი მათგანი დამზადებულია მდგრადი მასალისგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. მათი დიდი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში, სადაც ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger - ის უმაღლესი ხარისხის კისრის ბალიშებს შეხვდებით.