ალერგია სისტემური რეაქციაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმისთვის უცხო სუბსტანციასთან კონტაქტის დროს. ასეთია მტვერი, ფუტკრის ნესტარი, ცხოველის ბეწვი, მედიკამენტები, საკვები და სხვა.
როდესაც ალერგენი ჩვენს ორგანიზმში ხვდება, ჩვენი იმუნური სისტემა მას ამოიცნობს საფრთხედ, მაშინაც კი თუ ეს ასე არაა, და გამოიმუშავებს მის წინააღმდეგ ანტისხეულებს, რომლებიც შემდგომ მის განადგურებაში იღებენ მონაწილეობას. ამ პროცესებს მოყვება ისეთი გამოხატულება, როგორიცაა კანის სიწითლე, ქავილი, სასუნთქი გზების გაღიზიანება შემდგომ ცემინებით და ხველით და სხვა.
ალერგიის განვითარების სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და მისი გამოვლენის გზაზე. ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს სასუნთქი გზების, სინუსების, ნაზალური გზების, კანის ან საჭმლის-მომნელებელი გზების მეშვეობით. ალერგიის სიმძიმე ინდივიდუალურია და ვარირებს უბრალო ცემინებიდან ანაფილაქსიურ რეაქციამდე – გადაუდებელი მდგომარეობა, როდესაც ხდება სასუნთქი გზების შეშუპება მის სრულ დახშობამდე.
მედიკამენტებს, რომელთა მიმართაც ხშირია ალერგიული რეაქციები წარმოადგენენ უმეტესად ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ამპიცილინი/ამოქსაცილინი, ცეფალოსპორინები, სულფანილამიდები და სხვა), ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიისათვის განკუთვნილი (თიოპენტალი, ლიდოკაინი) და რადიოლოგიაში გამოყენებული კონტრასტული საშუალებები, კვერცხის ცილის შემცველობის ვაქცინები და სხვა.
ალერგიის მკურნალობის მეთოდების ტიპებია :
• ალერგენთან კონტაქტისგან თავიდან არიდება – სიმპტომების შემცირების მნიშვნელოვანი საფეხური პრევენციის კუთხით.• მედიკამენტები – ალერგიის ტიპიდან გამომდინარე თქვენი ექიმი დაგეხმარებათ რათა შეგერჩეთ მედიკამენტები, რომლებიც დააქვეითებენ იმუნური სისტემის მიერ ალერგიული რეაქციის სიძლიერეს. ეს შესაძლოა იყოს ტაბლეტირებული ფორმა, ინჰალატორი, მალამო, სპრეი ან თვალის წვეთი.
• იმუნოთერაპია – მძიმე ალერგიების დროს, როდესაც მედიკამენტოზურად სიმპტომების მოხსნა ვერ ხერხდება, ექიმები მიმართავენ იმუნოთერაპიის მეთოდს, რაც გულისხმობს დამუშავებული ალერგენის დოზის შეყვანას ინექციის სახით გარკვეული ინტერვალის დაცვით, რამდენიმე წლის მანძილზე.
• ასევე ალტერნატიული ვატიანტი მოიცავს სუბლინგვალურ (ენისქვეშა) ფორმას, რომელიც ტაბლეტირებული სახით მიიღება და უმეტესად გამოიყენება მტვრისმიერი ალერგიების სამკურნალოდ.• ეპინეფრინის გადაუდებელი ინექცია – იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია გარკვეულ ალერგენებზე, ყოველთვის თან უნდა ატაროთ ეპინეფრინის ამპულები, რათა თქვენს გარშემომყოფებმა შეძლონ პირველადი ჩარევა იქამდე, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვა თქვენამდე.
REDMED-ი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სამედიცინო სერვისები სახლიდან გაუსვლელად. მის მთავარ უპირატესობას ონლაინ კონსულტაციის ფორმატით სარგებლობის შესაძლებლობა წარმოადგენს. თანამედროვე რეალობაში ციფრული სამყაროს გამოყენება დროის დაზოგვასა და დისკომფორტის თავიდან აცილებაში გვეხმარება, ამისათვის კი REDMED-მა მოგვაწოდა აპლიკაციისა თუ საიტის მოსახერხებელი ფორმატი.
იმისათვის, რომ მიიღოთ სწორი რეკომენდაციები, თქვენთვის საჭირო ინდივიდუალური მკურნალობის გზების შესარჩევად, გაიარეთ კონსულტაცია ალერგოლოგთან REDMED-ს მეშვეობით.