ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ომიკრონის“ გავრცელებასა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით „ომიკრონის“ შტამი ძალიან მალე დომინანტური გახდება.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი პანდემიასთან საბრძოლველ ერთ-ერთ საშუალებად ვაქცინაციას ასახელებს.
„აღმავალი ფაზაა ეპიდემიის გავრცელების ქვეყანაში. საკმაოდ სწრაფად მოხდება, ახალი შემთხვევის მკვეთრი მატება და ამ თვის განმავლობაში ამან რეკორდულ მაჩვენებელს შეიძლება მიაღწიოს, შეიძლება იყოს 10 ათასზე მეტი, 20 ათასი დღიური შემთხვევები, წესით ჩვენ უნდა ველოდოთ არა მომატებას სიკვდილიანობის, არამედ შემცირებას, თუკი ჩვენ მობილიზებული გვექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი.
როგორც ხედავთ, „ომიკრონი“ ნელ-ნელა დომინანტი ხდება. პოზიტიურია ის, რომ სიკვდილიანობის სიხშირე „ომიკრონს“ არ ახასიათებს, თუმცა ის ძალიან ადვილად ვრცელდება. დადებითობის მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია.
ნებისმიერი მდგომარეობა ეს იქნება - ბუნებრივად გადატანილი ინფექცია, თუ ეს არის ორმაგად ვაქცინირებული ადამიანი, არცერთ შემთხვევაში ადამიანი არ არის დაცული სრულად. ახალი ვარიანტი გაურბის ჩვენს იმუნურ დაცვას. ყველაზე დაცული არის ადამიანი, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი იმ კონტინგენტში, რომელიც ჯერ არაა აცრილი“, - აღნიშნავს გიორგი კამკამაძე.
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა კლინიკური სექტორის შესახებაც ისაუბრა და ა