ჯანმო: ამ დროისთვის დექსამეტაზონი ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა
ჯანმო: ამ დროისთვის დექსამეტაზონი ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა
კატეგორიის სხვა სიახლეები
კარდიოლოგმა სულხან ლომინაძემ კორონავირუსსა და გულის დაავადებებთან დაკავშირებით ისაუბრა.„მინდა გითხრათ, რომ გული პირდაპირ კავშირშია ფილტვებთან. რა თქმა უნდა, ფილტვების დაზიანება იწვევს გულის დიდი დატვირთვით მუშაობას. აქედან გამომდინარე როდესაც პაციენტს უკვე აქვს პათოლოგიები, მისი გული ვეღარ უძლებს ამ დატვირთვით მუშაობას და ხდება გართულებები.ზოგადად კოვიდ პაციენტებში გართულებები გულის მხრივ არის მათ 25%-ში“, - განაცხადა სულხან ლომინაძემ.
16:35 / 25.11.2020
COVID19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ჯერ კიდევ სექტემბერში, რადგან 24 აგვისტო არის წერტილი, როცა საქართველოში მეორე ტალღა წამოვიდა. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა, მაშინ არ ვიცი რა სტატისტიკა იქნება“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
14:37 / 25.11.2020
“ალბათ, სულ ცოტა 30% ადამიანების, ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, ეს სწორი დამოკიდებულება არ არის”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა.
დავით გადელია იმ მოქალაქეებს, რომლებიც მკურნალობას სახლის პირობებში გადიან, რჩევებს აძლევს.
12:07 / 25.11.2020
„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია „TV პირველის“ ეთერში შეაფასა:
17:06 / 24.11.2020
რიცხვებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეპიდემია არის ქვეყანაში და მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები, რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
17:34 / 23.11.2020
ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.როგორც პედიატრმა აღნიშნა, ის უერთდება და ეთანხმება „ლოქდაუნის“ გამოცხადების აზრს.
15:19 / 23.11.2020
ნეიროიმუნოლოგი დავით მრელაშვილი, რომელიც ამჟამად სამხრეთ კაროლინაში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ საქართველომ ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და თუ არაფერს შევცვლით, შემთხვევათა რაოდენობა მალე მილიონამდე გაიზრდება.
14:49 / 23.11.2020
ექიმ ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმალურად შემცირდეს. ინფექციონისტი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.
14:39 / 23.11.2020
ჩვენ შეუსაბამობა გვაქვს დაავადებულ პაციენტებს შორის მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს შორის და რეანიმაციულ საწოლებს შორის. ბუნებრივად დგება ამ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი აზრით, საქართველოში ეპიდვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
14:37 / 23.11.2020
ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა.
10:17 / 23.11.2020
კალენდარი
×