იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალ „რეიტინგთან“ გულახდილად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე. წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩება. მიაჩნია, რომ საქართველოში ქალისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ადვილი არაა.