Loading data...
თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ კალათბურთელი გახდა

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ კალათბურთელი გახდა. კატალონიურმა კლუბმა შენგელიას ტრანსფერი ოფიციალურად წინ დაადასტურა.

როგორც „ბარსელონას“ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

33 წლის გამოცდილი კალათბურთელით დაინტერესებული რამდენიმე ევროპული კლუბი იყო, მათ შორის მადრიდის „რეალიც“, თუმცა „ბარსელონამ“ ყველას აჯობა. თორნიკე შენგელია კატალონიურ კლუბში „ვირტუს“ ბოლონიადან გადავიდა.