1745592112
სპორტი
ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული მეორე ვერცხლის მედალია.
21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.