Loading data...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს.

ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს დამატებით დროში მოუგო და ფინალში ბელგიელ კასეს ან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არბუზოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.