Loading data...
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.

EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

EMF Euro - 2026-ზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობს; ჯგუფში მისი მეტოქეები ინგლისი, ესპანეთი და რუმინეთი არიან.

მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ინგლისის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 28 მაისს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.

მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძე.