შონ ო'მალი: დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია

UFC 316-ზე სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.
აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით მისმა მეტოქემ YouTube-ს საკუთარ არხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დვალიშვილი სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია.
„ამ ბრძოლაში იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ვემზადებოდი შესანიშნავ პარტნიორებთან ერთად და ვარჯიშებზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ როცა მერაბთან ოქტაგონში შედიხარ, ყველაფერი იცვლება. თავს დაუცველად გრძნობ, იცი, რომ მალე დაგიჭერს და გაქცევის შანსი არ გაქვს. მასთან შერკინება ნამდვილი კოშმარია. დვალიშვილი, ჩემი აზრით, სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია“, - განაცხადა ო’მალიმ.