Loading data...
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინა დაამარცხა

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში უკრაინა 45:28 დაამარცხა და T16-ში (მერვედფინალში) გავიდა, სადაც უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, ვახტანგ არჩვაძისა და გიორგი ურუშაძის შემადგენლობით წარდგა.

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში შეჯიბრება 28 ივლისს 09:00 საათიდან განახლდება.

25 ივლისს ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგი მეტოქე დაამარცხა.