1745759320
სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური ტურნირი მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობის ფინალშია, სადაც იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ჩვენმა ნაკრებმა ნახევარფინალში გერმანიას 4:0 სძლია – ორთაბრძოლები ეთერ ლიპრტელიანმა (57 კგ), მიხეილ ბახბახაშვილმა (73 კგ), მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიგეს.
ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისი დროით 18:00 საათზე გაიმართება.