ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა, რომელ ადგილზეა კვარაცხელია?

ცნობილმა გამოცემამ CBS Sport-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მე-4 ადგილზე იმყოფება.
აღნიშნული გამოცემის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი მოჰამედ სალაჰია, მეორე ადგილს რაფინია იკავებს, ხოლო მესამეზე უსმან დემბელე იმყოფება.
CBS Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას მე-4 ადგილზე ყოფნას შემდეგნაირად ხსნის:
„გულის სიღრმეში ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელმაც სერია A, ლიგა 1-ი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო მე-4 ადგილი მისთვის ცოტათი ზედმეტია, რადგან მისი სტატისტიკა ციფრებში არ შეესაბამება ხუთეულში მყოფი ფეხბურთელების შედეგებს, თუმცა გულს ის სურს, რაც სურს. ამ სეზონის განმავლობაში არავინ იყო ისეთი ამაღელვებელი, შემოქმედებითი და სასიამოვნოდ საინტერესო, როგორც ის კაცი, რომელსაც კვარადონას უწოდებენ“, - წერს გამოცემა.
გამოცემის ვერსიით ოქროს ბურთის ტოპ 10 შემდეგნაირად გამოიყურება: 👇
1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
2. რაფინია (ბარსელონა)
3. უსმან დემბელე (პსჟ)
4. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
5. პედრი (ბარსელონა)
6. ლამინ იამალი (ბარსელონა)
7. აჩრაფ ჰაკიმი (პსჟ)
8. ვიტინია (პსჟ)
9. განლუიჯი დონარუმა (პსჟ)
10. კოლ პალმერი (ჩელსი)