1749627298
სპორტი
მერაბ დვალიშვილი საქართველოშია - „ტრამპს რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა“

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა.
სპორტსმენს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
„სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ. ყველაფერი წინ არის. გაჩერებას არ ვაპირებ. პრეზიდენტს ტრამპს რამდენიმე სიტყვა ვუთხარი. ვახსენე საქართველო, ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე. მითხრა რომ კარგი ბრძოლა იყო“, - აღნიშნა დვალიშვილმა.
ცნობისთვის, ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.