1779991590
სპორტი
კვარაცხელია ტოპ-5 ლიგების საუკეთესო ვინგერად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს უძლიერესი ტოპ-5 ლიგების საუკეთესო მარცხენა შემტევია – ასეთია Score 90-ის შეფასება.
ინტერნეტპორტალმა 2025/26 სეზონში ინგლისის პრემიერლიგის, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს საუკეთესო ვინგერების რეიტინგი შეადგინა და „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების ლიდერი პირველ ადგილზე დააყენა.
Score 90-ის რეიტინგით, მარცხენა ფლანგის საუკეთესო მოთამაშეეთა ხუთეულში, ასევე, შევიდნენ ლუის დიასი (მიუნხენის „ბაიერნი“), ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის „რეალი“), რაფინია („ბარსელონა“) და ჟერემი დოკუ („მანჩესტერ სიტი“).