Loading data...
ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა და შედეგ ეტაპზე გადავიდა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი დაიწყო.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანის გუნდი 4:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.