ვატო შაქარიშვილი: ყველას გვახსოვს ქართველი ლიბერდებილების აჟიტირება თეთრ სახლში ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერის გამოჩენაზე, ტრამპმა სტარმერთან შეხვედრაზე უკვე მეორეჯერ უწოდა სომხეთს ალბანეთი, აზერბაიჯანი კი ებერ-ბაიჯანად მოიხსენია… ეს ცხადყოფს აშშ-ის რეალურ დამოკიდებულებებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრაზე უკვე მეორეჯერ უწოდა სომხეთს ალბანეთი, აზერბაიჯანი კი ებერ-ბაიჯანად მოიხსენია, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს ცხადყოფს აშშ-ის რეალურ დამოკიდებულებებს.
„ყველას გვახსოვს ქართველი ლიბერდებილების აჟიტირება თეთრ სახლში ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერის გამოჩენაზე. გვახსოვს არარსებული კორიდორისთვის ტრამპის სახელის მინიჭება, ხმამაღალი განცხადებები, რომ ტრამპი იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი, რომ აშშ-ის ყურადღების ცენტრი ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი ხდება და ა.შ. და ა.შ.
ტრამპმა კირ სტარმერთან შეხვედრაზე უკვე მეორეჯერ უწოდა სომხეთს ალბანეთი და აზერბაიჯანი კი ებერ-ბაიჯანად მოიხსენია…
ეს მცირე დეტალი არ არის, ეს ცხადყოფს აშშ-ის რეალურ დამოკიდებულებებს, ასევე, კიდევ ერთი ნიშანია, რომ დასავლეთში ძალაუფლება ძალიან სახიფათო ხალხის ხელშია, ფორმალურიც და არაფორმალურიც…“, - წერს ვატო შაქარიშვილი.