Loading data...
„ვმადლობთ უწმინდესს მისი მრავალმხრივი და მდიდარი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და მზრუნველობისათვის, ქართველი ერის ჭეშმარიტად სულიერი მწყემსმთავრობისთვის“ - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დაბადებიდან 92-ე წელს.

გულითადად ვუსურვებთ ჩვენს უწმინდესს უფლის შეწევნას, ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

მადლობა უფალს ესოდენ გამორჩეული და მადლმოსილი პატრიარქისთვის; ვმადლობთ უწმინდესს მისი მრავალმხრივი და მდიდარი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და მზრუნველობისათვის, ქართველი ერის ჭეშმარიტად სულიერი მწყემსმთავრობისთვის.

მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, ჩვენო პატრიარქო“, - ნათქვამია განცხადებაში.