1770012545
საზოგადოება
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ! საცდელი ტესტირება ონლაინ რეჟიმში, დღეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ბმულზე - https://profpretest.naec.ge/
დეტალური ინსტრუქცია - https://h7.cl/1nN5z
შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მონაწილეებს, მაქსიმალურად გამოიყენონ საცდელი ტესტირების შესაძლებლობა.