Loading data...
თურქეთში, ანტალიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ანტალიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ბიძგების სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:51 საათზე მოხდა.

ეპიცენტრი მიწის ქვეშ 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევის ან დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.