Loading data...
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი: პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

„კერძოდ, 30 მაისის 13:00 საათიდან 1-ელი ივნისის 10:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება მ. ლაღიძის ქუჩაზე.

ასევე, 31 მაისს, 20:00 საათიდან 23:00-საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.