Loading data...
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს პრეზიდენტის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საგარეო უწყების ცნობითვე, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების გზებს.

მაიკლ ჰიგინსმა ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.