1775655554
საზოგადოება
ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება, ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას
„საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას. სრულად განვაახლებთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. ასევე სიახლეები გვაქვს სამგზავროს მიმართულებით.
ვგეგმავთ 10 სამგზავრო მატარებლის შეძენას, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა მაგისტრალურ მიმართულებაზე იმოძრავებენ ახალი მატარებლები“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
ლაშა აბაშიძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს კიდევ ორი მიმართულება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი დაემატება.
აღნიშნულ სიახლეებთან ერთად, საქართველოს რკინიგზა ე.წ. კუკუშკის სრულ რეაბილიტაციას და ბორჯომ-ბაკურიანის რეისის აღდგენას გეგმავს.