Loading data...
გუგა ქაშიბაძე: ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრში ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო

„ახალი წლის ღამეს ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო“, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წელს პიროტექნიკით სერიოზული დამწვრობის შემთხვევა არ ყოფილა და არც ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო.

„ახალი წლის ღამეს ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო, დანარჩენი – მოზრდილი. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ციფრი გაცილებით შემცირებულია. საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევები არ დაფიქსირებულა, უბრალოდ, მარტო ჩვენ არ ვიღებთ ასეთ პაციენტებს, ქირურგიულ განყოფილებაშიც ხვდებიან ხოლმე გარკვეული წნევისგან გამოწვეული სერიოზული დაზიანებებით.

კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო მოსახლეობა,  ეს არ არის სათამაშო პიროტექნიკა, რომელსაც ოჯახს მიუტან, მთავარია უსაფრთხოების წესების დაცვა, გაუფრთხილებლობამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ სერიოზული დამწვრობა ყოფილიყო ან ქირურგიული ჩარევა გამხდარიყო საჭირო. უბრალოდ, წლების გამოცდილებით, მხოლოდ ახალ წელს არ ხდება ხოლმე, გრძელდება ძველით ახალ წელსაც და შობასაც“, - აღნიშნა ქაშიბაძემ.