Loading data...
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.

2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულებს შინაგან საქმეთა სამინისტროში იხსენებენ.