Loading data...
Buena Vista All Stars - კუბური მუსიკის ლეგენდები თბილისში - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი

28 სექტემბერს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თბილისი კუბური მუსიკის ლეგენდებს – Buena Vista All Stars Factory Tbilisi-ში მასპინძლობს.

თუ გსურთ, იმოგზაუროთ კუბის მცხუნვარე რითმებში და დაესწროთ ღონისძიებას, ბილეთები TKT.ge-ზე უნდა
შეიძინოთ. SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ღონისძებიების ბილეთის შეძენას ექსკლუზიური, 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ღონისძიების ფარგლებში, ლეგენდარული Buena Vista Social Club-ის წევრები – ბარბარიტო ტორესი, დემეტრიო მუნიზი და მანუელ მაჩადო – 11-წევრიან კუბურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან მსმენელის წინაშე.

სტუმრები მოისმენენ საყვარელ ჰიტებს: „Chan Chan“, „Dos Gardenias“,„El Cuarto De Tula“ და მრავალ სხვას.

„ეს იქნება ნამდვილი კუბური კლასიკის საღამო, განსაკუთრებული მუსიკალური და ვიზუალური
გაფორმებით“, - გვპირდებიან ღონისძიების ორგანიზატორები. რაც შეეხება ღონისძების დღის წესრიგს, ის ასეთი გახლავთ:

20:00 - The Doors Open
21:00 Dini Virsaladze Quartet
22:00 Buena Vista All Stars
23:30 closing act