Loading data...
ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სესი ავრცელებს. 

სესის ცნობით, „შპს ხარაზი“ (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად,  ინსპექტირებისას დადგინდა, რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.

სესის ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.