Loading data...
30 მაისს შიო III სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სულთმოფენობის ლოცვას აღასრულებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 30 მაისს, 17:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სულთმოფენობის ლოცვას აღასრულებს.

მათივე ცნობით,  მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სულთმოფენობის სადღესასწაულო ლიტურგიას ამავე ტაძარში 31 მაისს, 10:00 საათზე, აღავლენს.