29 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოში

29 აპრილს, ქუთაისში დღისით +20 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
ბორჯომშიც იწვიმებს, +16 იქნება დღისით, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +7, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.