გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2 821 ლარი, 3 074 ლარი და 3 527 ლარი.
საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით:
- საქართველოს ისტორია
- ისტორია
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ქიმია
- პირველი უცხო ენა - ინგლისური
- მეორე უცხო ენა - რუსული
- მესამე უცხო ენა - ფრანგული
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
ვაკანტური ადგილების რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის და ხელფასის შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე.
მსურველებმა აუცილებელია, 2026 წლის 22 მაისიდან 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით, შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა - 2026 წლის 9 ივნისიდან 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით
II ეტაპი - გასაუბრება - 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 17 ივნისის ჩათვლით
III ეტაპი - ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) - თარიღი დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის ტელეფონზე.
- შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან
შერჩევის კრიტერიუმები:
- უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი)
- მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი)
- უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ ბოლო 2 წლისა
- პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები
- ტრენინგები, სწავლებები
- ჯილდოები (მადლობა/წახალისება)
- პროფესიული აქტივობა
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14