Loading data...
უბედური შემთხვევა ბოლნისში - ახალგაზრდა კაცს ხელში ბენზინის ბალონი აუფეთქდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქოჭულაში უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცს, აფიზ ნურმამედოვს ბენზინის ბალონი აუფეთქდა, რის შედეგადაც მან მძიმე სხეულის დამწვრობები მიიღო.

დაშავებული კაცი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.