Loading data...
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1981 წელს დაბადებული ჯ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 979 აბი „მდმა“ და „პრეგაბალინის“ შემცველი 47 კაფსულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით ვმიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.