Loading data...
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული გ.ს., 2002 წელს დაბადებული გ.ს, 1999 წელს დაბადებული ნ.კ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1963 წელს დაბადებული რ.გ.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადიდა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი",
„მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა".

ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.