1753625965
სამართალი
ლუკა კურტანიძე დააკავეს

პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა [ოჯახში ძალადობა] და 381-ე [შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა] პრიმა მუხლების შესაბამისად.
ცნობისთვის, 27 ივლისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.