Loading data...
ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ზეწარში გახვეული ახალშობილი მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ჩვილი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.