Loading data...
გეკა გელაძე: ჩატარდა უამრავი საპოლიციო ღონისძიება, დააკავეს ასეულობით პირი, რომელიც ჩართული იყო ნარკოდანაშაულში და ნარკორეალიზაციის პროცესში

ჩატარდა უამრავი საპოლიციო ღონისძიება, დააკავეს ასეულობით პირი, რომელიც ჩართული იყო ნარკოდანაშაულში და ნარკორეალიზაციის პროცესში“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა. 

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ებრძვიან ნარკომანიას.

ამასთან, როგორც შს მინისტრი ამბობს, საპოლიციო ღონისძიებებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციული ხასიათის მექანიზმებს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს, ისინი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ებრძვიან ნარკომანიას, ზრუნავენ ჩვენი მომავალი თაობის სწორ განვითარებაზე და უქმნიან მათ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს.

საპოლიციო ღონისძიებებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციული ხასიათის მექანიზმებს. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კომპლექსურად მუშაობას სხვადასხვა უწყებებთან, როგორიც არის - განათლების, სპორტის და ჯანდაცვის სამინისტრო. უახლოეს პერიოდში ამ მიმართებით ჩვენ გეგმებს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, - აცხადებს შს მინისტრი.