1752839114
სამართალი
ბათუმში სროლა იყო

ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო.
როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.
თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.