1749659918
სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში - დაშავდა 14 ადამიანი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.