ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 2 ადამიანი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.