Loading data...
ავარია პეკინის გამზირზე - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, ბეტონმზიდი მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ასაკოვანი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.