Loading data...
ავარია გურიაში - დაიღუპა 1 ადამიანი

ლანჩხუთი მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი მდინარე შუთში გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.