ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დროებით გადაკეტილია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.