აჭარის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ნ.ჯ. ნარკოტიკის
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფინი“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.